Wednesday, April 11, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება: ,,ახალგაზრდობა უკეთესი მომავლისაკენ"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებებით: მოსწავლეთა შორის დებატებისა და ჯგუფური მუშაობის კულტურის ხელშეწყობა.(კლასში) თემში არსებული პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა,სამთავრობო და არასამთავრობო საქთორის მონაწილეობით.
3). პროექტის აქტუალობა: მოზარდები ისწავლიან პრობლემის დანახვას,მის ამოტივტივებას,გადაჭრის გზების მოძიებას,ერთობლივად(შეთანხმებით) მუშაობას,თანამშრომლობას და ა.შ.
4).პროექტის მიზნები: ამის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაცია,თავისი მოსაზრების გადმოცემის უნარი, ჯგუფური მუშაობის კულთურა,პროექტზე მუშაობის უნარი, პრეზენტაციის წარდგენა.
5).მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი ( მე–9–ე) კლასი.
6).ვადები–ხანგძლივობა: 3–კვირა.
7).მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოები,ტექსტობრივი მასალა, ფლიფჩატებზე განთავსებული მასალა(რომელსაც სამუშაო პროცესში შექმნიან),ასევე  მუშაობის დროს შექმნილი პატარა პრეზენტაციები.
8).პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,პროექტორი, სამუშაო–ფურცლები,საწერი კალმები, ფლიფჩარტის დაფა და ფურცლები.
9).პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა).ჯგუფებად დაყოფა.
ბ).მოძიებული მასალის გადახედვა(3–კვირის მანძილზე).
გ).ჯგუფების პრეზენტაცია.
დ)შედეგების შეჯამება,დახურვა.
10).საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან (ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი): სამოქალაქო განათლება, ისტორია,გეოგრაფია;
ა),,გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები''; გლობალური დათბობა,კათაკლიზმები,კლიმატის ცვლილება.
ბ).,,საქართველოს საგარეო პოლიტიკა'' (ამერიკა–საქართველო).
გ),,თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სამთავრობო სექტორებთან'' (პრობლემები,რომლებსაც აწყდებიან ახალგაზრდა მოქალაქეები და გამოსავლის გზების მოძიება).
11). პროექტის ხელმძღვანელი– ხათუნა თოთლაძე.
12).ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: khatunatotladze70@gmail.com
13).პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: khatunatotladze70.blogspot.com